როგორ გამოიყურება ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგები, რომელიც თბილისში 11 ადგილას დამონტაჟდა

როგორ გამოიყურება ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგები, რომელიც თბილისში 11 ადგილას დამონტაჟდა

აზიური ფაროსანას სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები თბილისში 11 ლოკაციაზეა დამონტაჟებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

ხაფანგები დამონტაჟებულია შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი; პარკი "მზიური"; ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკი; რიყის პარკი; ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი); დიღმის ტყე-პარკი; თბილისის ზღვის პარკი; დედა ენის პარკი; 9 აპრილის პარკი; 9 მარტის პარკი; ვერის პარკი.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თბილისის მერიასთან ერთად დაიგეგმება სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" მხარდაჭერით (G-HIP)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი