როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე

როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე

ალბათ, არასდროს გიფიქრიათ, რომ დიდი ომების, ეპიდემიების, ადამიანების ფსიქიკური პრობლემებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება, მზეზე აფეთქების შედეგად წარმოქნილი ქარიშხლები იქცეს. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, საკითხის ასე დაყენებაც შეიძლება.

ცოტა ხნის წინ, თბილისს NASA-სა და ევროპის წამყვანი მეცნიერები ეწვივნენ და აბასთუმნის ობსერვატორიის ასტროფიზიკოს, თემურ ზაქარაშვილთან, ასევე სხვა მკვლევარებთან ერთად, მზეზე მიმდინარე პროცესების დედამიწაზე ზეგავლენა განიხილეს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზეზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მაგნიტური ქარიშხლები ატმოსფეროზე, დედამიწაზე არსებულ კომუნიკაციებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას.

NASA-ს მეცნიერი, ლეონ ოფმენი მზის სისტემის მკვლევარია. ამბობს, რომ მზე რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მავნე შეიძლება იყოს დედამიწის საკომუნიკაციო სისტემებისთვის, თუმცა ადამიანების ჩარევით ამის გამოსწორება შესაძლებელია.

"მზეს აქვს თერთმეტწლიანი ციკლი, რომლის დროსაც მომხდარი აფეთქებები პლაზმის გამოსხივებას იწვევს. ქარიშხლები საშიშია კოსმოსური თანამგზავრებისთვის, რადგან მათ დაზიანებას შეუძლია, დედამიწის საკომუნიკაციო სისტემებზე ზეგავლენა მოხდინოს. ასევე რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში განედებში დაფრინავენ; უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს კოსმოსურ ტექნოლოგიებზე; GPS-ებზე; ამინდის პროგნოზირებისთვის განკუთვნილ თანამგზავრებზე; ინტერნეტზე - ყველა ეს ტექნოლოგია, შესაძლებელია, მზის ქარიშხლებისგან განადგურდეს.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, მზეზე მიმდინარე ამოფრქვევებისა და მაგნიტური ქარიშხლების დრო ვიცოდეთ, რათა ტექნოლოგიური აქტივობები შევცვალოთ. მაგალითად, დაზიანების თავიდან ასაცილებლად თანამგზავრები გამოვრთოთ ან მიმართულება შევუცვალოთ," - განმარტავს NASA-ს მეცნიერი  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი