"ბაგრატიონთა მოჰიკანად" მონათლული ოდიშარ მასწავლებელი და უცნაური მეთოდით დასჯილი მოსწავლეები

 "ბაგრატიონთა მოჰიკანად" მონათლული ოდიშარ მასწავლებელი და უცნაური მეთოდით დასჯილი მოსწავლეები

დათმობს თუ არა ადამიანი იმ გზაზე სიარულს, რომელსაც 60 წლის წინ უღალატოდ შეუდგა? თანაც, ჯერ კიდევ მხნეა, სასიამოვნოდ მოსაუბრე და ენერგიული...

როცა ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში ახვალ, წინასწარ იცი, რომ იქ ისეთ რამეს აუცილებლად შეამჩნევ, რაც წინა მოგზაურობისას გამოგრჩა მხედველობიდან. უბრალოდ, უშგული რამდენჯერაც უნდა ნახო, მთლიანობაში ვერც გონში დაიტევ, ვერც - თვალში და ვერც - გულში. შხარა, ენგურის ტალღები, მოწრიალე ღრუბლები, არყიანები, ნაკადულები, კოშკები და ადგილობრივების კოლორიტულობა უსასრულო სიკეთეა. თუ წერა გსურს, არასდროს მოგწყინდება სვანებსა და სვანეთზე წერა...

წელს ათასჯერ ვთქვი, სვანეთში ვერ მოვახერხე წასვლა და როგორი უფერულია ეს 2017-მეთქი. იღბლად, მეგობარი ემიგრანტი ჩამოვიდა იტალიიდან და რა ვნახოთო? - რომ იკითხა, პასუხიც უკვე მზად იყო! საქართველოში მხოლოდ სვანეთს შეუძლია მნახველის სასიამოვნოდ გაკვირვება ყველა დროს. ცამდე აზიდული მთები, მიწამდე დაშვებული ღამის ცა, უშუალო მასპინძლობა და სიტყვით აღუწერელი სილამაზე სვანეთშია ერთად თავმოყრილი, - კომპეტენტურად (ეგებ ტენდენციურადაც) ვუპასუხე მილანელს.

ოთხეული ჩავსხედით მანქანაში და ღამეული სვანეთის გზას, ასაკთან შედარებით, უჩვეულო ღრიანცელით გავუყევით. სვანეთის პირველ კოშკებიან სოფელ ლახამულას მიღწეულს, ტელეფონით მეხმიანებიან. დროის სიმცირის გამო, გზად მხვდებიან ამაყი და კეთილი სვანები. რადგან შინ სასტუმროდ არ გცალიათ, ეს მაინც გაიყოლეთო, - მაწვდიან საკმაოდ დიდ პარკს. ნობათი აბრიალებული ვაშლებია. უღრუბლო ციდან მეცხრე სხივი მზემ გვტყორცნა ამ დროს! მომეჩვენა, რომ მზე წითელი ვაშლების მსგავსად, ნინელი მასწავლებლის ეზოდან და გულიდან მოდიოდა.

თანამგზავრებს ეამათ დამხვდურების სიხალისე და გულკეთილობა. ეცერამდე ლახამულელების ქებით ავაღწიე. იქ კიდევ, გურჩიანების რჩევით, დადეშქელიანების უმაღლესი კოშკი უნდა ვნახო. ქეთევან გურჩიანი დალაგებულად და მშვიდად გვიხსნის ბარიდან ამოხეტებულებს ეცერის ისტორიას, თან - სახლისკენ გვექაჩება! მერე მესტიაა, კალის თემი და საღამოს უშგულსაც მივადექით.

უშგულში რატიანების ბრწყინვალე ოჯახი მელოდება. ოდიშარ რატიანს ნოემბერში მასწავლებლობის 60 წლისთავი უსრულდება, მის მეუღლეს, თეოს - 59! მათზე ცოტაოდენი მითხრა ლელა ნიჟარაძემ, აკაკი შანიძის მიერ "სვან ქალად" წოდებულმა მეცნიერმა. მეც, ინტერესში ჩავარდნილმა, უშგულში ოდიშარის სახლის მდებარეობა ვკითხე. ზაურმა, ლეგენდად ქცეულმა ივდით ნიჟარაძის ვაჟმა მიმასწავლა და მივადექი სახლს, სადაც ამაგდარი პედაგოგები ცხოვრობენ.

ოდიშარს არ ეტყობა ასაკი. ცისფერთვალა სვანი მეუღლესთან ერთად მხვდება კართან. მასპინძელს სახე პირველ თოვლზე თეთრი აქვს და კიდევ უფრო თეთრი - თმა. თეოს წლების სიმძიმე მხრებზე დასწოლია, ორი შვილის უდროოდ გარდაცვალება - თვალის უპეებს. დრო ცოტაა, სათქმელი კი ბევრი. უთქმელიც ბევრი რჩება, რადგან ძნელია, ერთ შეხვედრაზე მოასწრო ღირსეული ადამიანების ამბის მოსმენა.

რატიანების საგვარეულო წარმოშობაზე სხვადასხვა და საინტერესო ვერსია არსებობს. ამბობენ, ოვსთა ან სამხრეთ საქართველოდან დევნილი რატი კლდეკარის ერისთავის შთამომავალნი არიანო. მეორე ვერსია საქართველოს ისტორიის არასასიამოვნო, მიჩუმათებულ ფაქტს უკავშირდება. თქმულების მიხედვით, თამარმა შეიტყო მამის განზრახვის შესახებ, რომ დემნა ბატონიშვილი უნდა დაესაჯა გიორგი მესამეს და მთებში გახიზნა ბიძაშვილი, ერთგულ ქვეშევრდომთა დახმარებით. დემნა ბაგრატიონი შეფარულად რატიანი გახდა და თავიც გადაირჩინაო, ამბობენ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი