როგორია ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის - უახლესი მონაცემები ცესკო-სგან

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის - უახლესი მონაცემები ცესკო-სგან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 262 809 ამომრჩეველმა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 34.64%-ს შეადგენდა. ცესკო ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლის და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი