კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:10 / 21-10-2017
კახა კალაძის ემოციური ჟესტი მეუღლის მიმართ "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ ღონისძიებაზე
"ქართული ოცნების" ოფისთან პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ოფისთან მოწყობილ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარტიის ლიდერები გამოდიან და მხარდამჭერებს მიმართავენ.

კახა კალაძე პარტიის ოფისთან მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მერობის კანდიდატმა, რომელიც ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით 54%-ით ლიდერობს, სიხარული მეუღლისადმი ემოციური ჟესტით გამოხატა.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ემოციური მომენტი - წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ





კალაძემ სიტყვით მიმართვის დროს ყველა მხარდამჭერს, თანაგუნდელს და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა
მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიცილურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა.



მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.



შეგახსენებთ, ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, კახა კალაძე კანდიდატებს შორის 54%-ით ლიდერობს.
12:57 / 23-10-2017
ორთაჭლელი
0
ბოროტნო ამა ქვეყნისა, ფრთხილად იყავით ინსულტი არ მოგივიდეთ, ისე დიდად არც ვინაღვლებ!!!
22:20 / 22-10-2017
1
6
ქოცებ- ნაცებო ქართული ანდაზა ამბობს, როცა მეფე არახარ მეფის ჯვარს ნუ ეპოტინებიო იცოდე ვერ ზიდავ და ღმრთის რისხვას მოიწევო.
მსგავსი სიახლეები
"ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია"

ანუკი არეშიძის თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი

"მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები ჩვენს ქალაქში"
პეპელას ფორმის იტალიურ განათებას, რომელიც რუსთაველზეა დამონტაჟებული, "ფარფლები" სცვივა
სარეაბილიტაციო სამუშაოები კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება
+VIDEO კალაძემ მაგალითად მოიყვანა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოები
უფრო კონკრეტულად, უქმდება შემდეგი კომისიები:
უკვე დაწყებულია მუშაობა და ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49