რომელი 3 პარტია შედის თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" გარდა - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

რომელი 3 პარტია შედის თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" გარდა - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება.

საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია.

წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს გალახავენ:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 53.56 % (151 899 ხმა); "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 17.21% (48796 ხმა); "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" - 8.94% (25 355 ხმა); "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 5.49% (15 578 ხმა).

თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 528 უბანი.

თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 25 წევრი - პროპორციული წესით.

წაიკითხეთ: წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."