რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში.

ყველა ამ საარჩევნო ოლქში პირველ ადგილას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია, რომელთაც 50%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

"აღნიშნული საარჩევნო ოლქების ნაწილში ყველა უბანი ბოლომდე დათვლილი არ არის. არ გამოვრიცხავ, ამ ექვს საარჩევნო ოლქს გამოაკლდეს ან დაემატოს, თუმცა დიდი ალბათობით მეორე ტური ამ ექვს ოლქში იქნება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."