როგორი ამინდია მოსალოდნელი ოქტომბრის ბოლო კვირას

როგორი ამინდია მოსალოდნელი ოქტომბრის ბოლო კვირას

ოქტომბრის მეორე ნახევარი საკმაოდ ნალექიანი გამოდგა და რამდენიმე დღის წინ მოსულმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში, თუმცა ბოლო დღეებში ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდი ფიქსირდება.

როგორი იქნება შემოდგომის მეორე თვის ბოლო კვირა და უნდა ველოდოთ თუ არა ცივ ნოემბერს - AMBEBI.GE გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა.

- ოქტომბრის ბოლომდე ნორმალური ტემპერატურა შენარჩუნდება, უფრო ზუსტად კი, ხვალ, 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, ხვალ ტემპერატურა 14-19 გრადუსის ფარგლებში დაიკლებს, ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. თბილისშიც დილის საათებში ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება.

25 ოქტომბერს უნალექო ამინდს ველოდებით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 და 27 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი იქნება, ხოლო 28 ოქტომბრიდან შედარებით დათბება. ოქტომბრის თვის ბოლომდე აციება და წვიმა არ არის მოსალოდნელი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი