"ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს"

"ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს"

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის აზრით, "ტექდათვალიერების ამოქმედება ავტოგაზის მოხმარებას შეამცირებს".

იხილეთ ვიდეო

ამის შესახებ მთვრალიშვილმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების 50% გაჩერდეს, რითაც, ზოგადად, ბუნებრივი აირის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

"ბუნებრივ აირს დაახლოებით 350-370 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტექდათვალიერების პროცესი იმ ფორმით წავიდა, რა ფორმითაც მიდის, ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირდება, რაც ბუნებრივი აირის კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. საუბარია, დაახლოებით, 400-500 ათას დოლარზე, რაც ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტებთან არის დაკავშირებული. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების 50% ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილების ნახევარი გაჩერდა, ზოგადად ავტოგაზის ბიზნესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი