საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა "თიბისი ბანკის" თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა "თიბისი ბანკის" თანამშრომლებს შეხვდა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ "თიბისი ბანკის" თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

დავით ლანჩავამ "თიბისი ბანკის" იურისტებს მისი ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ადვოკატთა ასოციაციაში გასატარებელია ძირეული ცვლილებები, რომლის გარეშეც ადვოკატთა კორპუსს განვითარების შესაძლებლობა არ ექნება.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია დავძლიოთ ის ნიჰილიზმი, რომელიც ყველა ადვოკატს გააჩნია, რადგან პრობლემა, რომელიც დგას ადვოკატთა კორპუსის წინაშე,ისეთი არ არის, რომ ვერ მოგვარდეს.

"თიბისი ბანკი" არის ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჩვენთან ერთად აპირებს საინტერესო სოციალურ პროექტზე მუშაობას. პროექტი ეხება ადვოკატების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები ადვოკატთა საქმიანობის შესახებ. ადვილად მოიძიონ სხვადასხვა მონაცემები და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი ჰქონდეთ.

"თიბისისგან" გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაღრმავებას. "თიბისი ბანკი" არის საკმაოდ დიდი კოლექტივი ბევრი იურისტებით. შეხვედრისას მათ გავაცანი ჩემი სამოქმედო გეგმა, ჩემი ხედვა, ჩემი შესაძლებლობები. იმის გამო, რომ ძირეული ცვლილებები აუცილებელია და ამას ყველა მოითხოვს, საჭიროა ყველა დაწესებულების ადვოკატთან მისვლა და კომუნიკაცია. მადლობა "თიბისი ბანკს" რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა ამ ურთულეს გზაზე", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი