ისტორიული პროექტი დაიწყო - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"

ისტორიული პროექტი დაიწყო - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"

მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ციცქა, ტვიში, ქისი, კრახუნა თუ წინანდალი? ნახევრადტკბილი წითელი თუ ნახევრადმშრალი თეთრი? ასორტიმენტი მრავალფეროვანია, არჩევანი კი თქვენზეა. თუმცა ამჯერად რჩეული ღვინის შერჩევა არა ვახშამზე დასალევად, არამედ საუკეთესო ქართული ღვინის სახეობების გამოსავლენად მოგიწევთ. მაშ ასე, ისტორიული პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დაიწყო.

მასში მონაწილეობა უკვე 50 000-მდე ადამიანმა მიიღო. "ქართული ღვინის ფესტივალზე", რომელიც 15 ოქტომბერს გაიმართა, ბრმა დეგუსტაციით დაიწყო ხმი მიცემა საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად. ხმის მიცემა ონლაინრეჟიმშიც მიმდინარეობს და გამოკითხვაში მონაწილეობა კვირის პალიტრის, ლელოს, ავტობილდისა და გზის მკითხველსაც შეუძლია.

"პროექტს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს, მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, როგორც საქართველოში, ისე ტურისტებში. ყველას ჩართულობა აუცილებელია, ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ღვინოსა და ჩვენს უძველეს ტრადიციას. ეს სახალხო პროექტია და ყველა ჩვენგანის ვალია ერთის მხრივ, მონაწილეობა მივიღოთ მასში და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შერჩევის პროცესს. სწორედ ეს ღვინოები გახდება ჩვენი ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათი და საპატიო ადგილს დაიკავებს თითოეული ქართველის ოჯახშიც," - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი, მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად იგეგმება დეგუსტაციები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, კარგად გაეცნონ ღვინის სახეობებს და გამოავლინონ თავისი რჩეული ღვინო, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემენ ხმას.

ღვინის სახეობების არჩევის შემდეგ, იმ კომპანიებს, რომლებსაც პროექტში ჩართვის სურვილი ექნებათ და გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ თავიანთი რჩეული ღვინოები დეგუსტაციებზე. ღვინის შერჩევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და კონკრეტულ სახეობებში გამოვლინდებიან საუკეთესო მეღვინეები, რომელსაც უკვე შეარჩევს პროფესიონალი და გამოცდილი სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

საინტერესოა, რომ 10-ვე ღვინის გამოვლენა ერთდროულად არ მოხდება. კონკრეტულ სახეობებში საუკეთესო მეღვინეები ეტაპობრივად გამოვლინდებიან. ქართული ღვინის გულშემატკივრებს, ასევე, ეტაპობრივად შეეძლებათ გამარჯვებული ღვინის შეძენა.

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" პალიტრა მედია განახორციელებს. ის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და შესაბამისად, რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, უცხოელებს კი შესაძლებლობა ექნებათ, საუკეთესო ქართული ღვინოები აღმოაჩნონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღვინის სამშობლოს ტიტულს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი