"ეს სიტყვები... დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს" - პატრიარქის დარიგება მრევლს

"ეს სიტყვები... დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს" - პატრიარქის დარიგება მრევლს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "იესო ტკბილის" პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების "ჩვენთან არს ღმერთი" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს სიტყვები - "ჩვენთან არს ღმერთი" ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.

"ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, "ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ", - ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი