"მე შენი მამა ვარ... ჩემო ახდენილო სასწაულო, გოგოდ ჩაფიქრებულო და კაცად მოვლენილო..." - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი 3 წლის შვილს

"მე შენი მამა ვარ... ჩემო ახდენილო სასწაულო, გოგოდ ჩაფიქრებულო და კაცად მოვლენილო..." - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი 3 წლის შვილს

მსახიობი და პოეტი ნიკა ფაიქრიძე თავის 3 წლის ვაჟს, თომას წერილს უძღვნის, რომელიც საოცრად თბილი, გულწრფელი და ძალიან ემოციურია.

წერილი თომას

"ამბობენ, წვიმაში მოსულ ადამიანს სულ სხვანაირი სიყვარული შეუძლიაო... იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა... აპრილის წვიმა იყო და ერთი წვეთის მაგივრად, ჩვიდმეტი წვეთი აგრილებდა ჩემს გახურებულ შუბლს... უცნაურად გეგებებოდა სამყარო... თუმცა სამყაროზე მეტად - ჩვენ, მთელი ექვსი თვე დარწმუნებულნი იმაში, რომ გოგო იყავი. ასე გხედავდა ექიმი და ჩვენც კრძალვითა და სიფრთხილით გირჩევდით სახელს, ვარდისფერ ტანცაცმელს და რას აღარ... ხომ ვამბობ, უცნაურად გეგებებოდა სამყარო... ბოლოს კი სასიამოვნოდ გაგვაკვირვე, როცა დედაშენის მუცელში დატრიალდი და გვერდი იცვალე... ერთმა უწყინარმა მოძრაობამ შეგვცვალა ყველა - ექიმი გაწითლა, დედაშენი დაიბნა, მე კი სიამაყით გამებადრა სახე....

ჰო... იმ დღეს წვიმდა... კოკისპირულად... და მე შენ პირველად გნახე... გნახე და რაღაც მოხდა, უსასრულოდ დიდი და ვრცელი... გული შეხტა და სხვა ხმით დაიწყო ფეთქვა... ვიგრძენი, რომ ხარბად დავიწყე საავადმყოფოს უცნაური და მძიმე ჰაერის ყლაპვა... თვალები გამიფართოვდა... მე შენ პირველად გნახე... ჩემი სისხლი და ხორცი... მერე აღარ მახსოვს, წაგიყვანეს თუ მე წავედი... მახსოვს წვიმა, შამპანური, ღიმილი მეგობრების სახეებზე და გაწითლებული ყური....

თომა გიწოდეთ... დღეს სამი წლის ხარ... იზრდები, ვითარდები და დრო გადის... ისე სწრაფად, რომ მეშინია... ხვალ, ზეგ, მაზეგ და ვიცი, კაცი გახდები... არ ვიცი, როდის და რა ვითარებაში წაიკითხავ იმას, რასაც ვწერ, არც ის ვიცი, რამდენად გასაგები იქნება შენთვის ის, რისი თქმაც მინდა... წინ ან მომავალში რა იქნება - ადამიანებმა არ ვიცით... ჩვენ მხოლოდ იმედს ვიტოვებთ და ვოცნებობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი