ლარის გაუფასურების 3 მიზეზი

ლარის გაუფასურების 3 მიზეზი

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა.

ევროსთან მიმართებაში კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ევროს ოფიციალური ღირებულება გასულ კვირას 3 ლარსაც გასცდა.

ექსპერტი ლევან კალანდაძე "რადიო პალიტრის" გადაცემაში "საქმე" აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლარის გაუფასურების გარე და შიდა ეკონომიკური ფაქტორები გამორიცხულია და ეროვნული ვალუტის კურსის რყევის 3 მიზეზს ასახელებს.

"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ლარზე უარყოფითად 3 მიზეზი მოქმედებს, რომლებმაც ერთობლიობაში ლარის ბოლო პერიოდის რყევა გამოიწვია. პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი არის - მოლოდინები. საქართველოში სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულია, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს და საარჩევნო პერიოდის შემდეგ მოლოდინების ცვლილება დოლარზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს, რაც თავის მხრივ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილებას განაპირობებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი