კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:47 / 31-10-2017
ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას
გამარჯობა გურამ. შენ მე არ მიცნობ ან რატომ უნდა მიცნობდე, მე ხომ ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც შენ გიჭერს მხარს. გურამ, მინდა გითხრა, ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრი ხარ. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი ქვეყნის სახელი ღირსეულად გაგაქვს მსოფლიოში და ბევრმა სწორედ მას მერე გაიგო საქართველოს შესახებ, როდესაც შენი თამაში ნახა.

ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი უმიზეზო ლანძღვა შეგხვდა, იმის გამო რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგი. სამწუხაროა, რომ შენ ამ ნაბიჯს ასეთი
გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ისიც კი თქვა - კაშიამ ქვეყანა შეარცხვინაო, არადა ამ ხალხს არ გახსენებიხარ, მაშინ როცა ჰოლანდიის თასის მოგებას ქართული დროშით ზეიმობდი, არც მაშინ ახსოვდი, როდესაც ეროვნულ გუნდში თავი არასოდეს დაგიზოგავს და ბოლომდე ერთგულად თამაშობდი, მაგრამ ხომ იცი, გვიყვარს ქართველებს წარმატებული ხალხის ჯიჯგვნა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და იმას ვინც მიაღწია, რაღაც ფორმით ხომ უნდა გადავუაროთ?! ჰოდა მოგდგნენ შენ, იმის ნაცვლად გახარებოდათ, რომ მთელმა ჰოლანდიამ გაიგო - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი დისკრიმინაციას ეუბნება არას!

კაშიამ, ქართულ ფეხბურთს შეუარცხყოფა მიაყენაო, ლგბტ ფერებში გადაწყვეტილი, კაპიტნის სამკლაური გაიკეთაო - ამას წერს ხალხი, ვინც წლებია ეროვნული გუნდის თამაშს არ დასწრებია (არაფერს ვამბობს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე), ეროვნულ გუნდზე რომ ჰკითხო რამე, გეტყვიან - უჰ, მკვდრები არიან, მაგათ თამაშზე რა წამიყვანსო, ტელევიზორში რუსეთის ნაკრების თამაშს რომ ჩართავს და მათი საშემსრულებლო მანერით ბედნიერი იქნება. ჰოდა, აი ეს ხალხი ამბობს, რომ შენ მიაყენე შეურაცხყოფა ქართულ ფეხბურთს.

გურამ, ბევრი წელი გავა, დარწმუნებული ვარ, შენ მსგავსად ბევრი ქართველი ფეხბურთელი ეტყვის დისკრიმინაციას უარს, ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გალანძღონ ამის მთქმელები, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ერთად ვიტყვით ამ "არას". წლების მერე, შეიძლება შენი ეს ნაბიჯი არავის ახსოვდეს, მით უფრო არავის ემახსოვრება ის ხალხი, ვინც ამ ნაბიჯის გამო გლანძღა, მაგრამ გურამ კაშია, როგორც კარგი სპორტსმენი, აუცილებლად დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში!

მალე, ნოემბერში ეროვნულ გუნდს აქვს თამაში. არ ვიცი შენ (შენობით ფორმაზე ისე გადავედი, თქვენობით არც მომიმართავს. რატომღაც საყვარელ სპორტსმენებს თქვენობით არ მიმართავენ და მეც ამიტომ მოვიქეცი ასე) ითამაშებ თუ არა, ძალიან მინდა რომ ითამაშო, რადგან მინდა ნახო, რომ მლანძღველები ძალიან ცოტანი არიან და სტადიონზე გამოსული გურამ კაშია გულშემატკივრისაგან ისევ იმ სიყვარულს მიიღებს, რომელსაც აქამდე იღებდა!

გურამ, ახლა დაგემშვიიდობები, არ ვიცი წაიკითხავ თუ არა ამ წერილს, მაგრამ თუ წაიკითხავ იცოდე, რომ ძალიან მაგარი და სამაგალითო სპორტსმენი ხარ.

პატივისცემით, ერთი რიგითი გულშემატკივარი - ლადო გოგოლაძე
ტეგები:
16:21 / 11-11-2017
goreli2
2
რატო იყო ლორია კაპიტანი კვიპროსთან, რა, კაშიას მკლავი ჰქონდა ნატკენი, თუ კაცურად მოერიდა იმ "ლამაზი"სამკლაურის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ფეხბურთი ნაკრების კაპიტნის სამკლაურის გაკეთება.............
პ.ს.მიკვირს,რომ არ ატეხეს ნაკრების ქების გნიასი,ჩვენ ხომ ევროპის ერთ-ერთ "ძლიერ"გუნდს მოუგეთ........
14:51 / 11-11-2017
gela
3
უბედურება ის კი არაა, კაშიამ ვისდამი გამოხატა სოლიდარობა, არამედ ის, რომ სპორტი პირდაპირ თუ ირიბად გარეულია პოლიტიკაში. სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი უყვარს ალბათ საზოგადოების 80%-ს, ლგბდ კი 20-30%-ს. ამ ფქტით ლგბდ-მ შეიძლება სიმპათიის 2-3%-თ მომატებას მიაღწიოს, ხოლო ქართულმა ფეხბურთმა დაკარგოს 20-30%. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს არაა გერმანია და დანია, ჰოლანდიადა შვედეთი, ეს საქართველოა და ასე უცებ ვერ შეეგუება ასეთ მკვეთრ გამოხატულობას არატრადიციულ გამოვლინებათა მიმართ. ნუ დავაზარალებთ სპორტს რაიმე იდეოლოგიის დამკვიდრების ხარჯზე!!!
მსგავსი სიახლეები
"დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს!"
+VIDEO: სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას
"ათასობით ადამიანი რომ იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49