"როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ცრემლი მოერია..." - დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი

"როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ცრემლი მოერია..." - დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დახვრეტილი 25 გმირის ნეშტი გადმოასვენეს: მათ შორის იყო სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი და ა.შ.

იმაზე, თუ როგორ ჩარჩნენ სოხუმში, კონკრეტულად, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, არაერთი ვერსია არსებობს... რომ არა ყაბარდოელი მოხალისეს მონათხრობი, იქ მომხდარის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იქნებოდა ცნობილი... აფხაზები თითქოს თავს არიდებდნენ ამ თემაზე ვრცლად საუბარს და მოკლედ წერდნენ, - "ჩვენებმა გაათავისუფლეს მინისტრთა საბჭო..."

სოხუმში დაღუპული 25 გმირის თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მათთვის პატივის მისაგებად ლიტვიდან საქართველოში ჩამოვიდა "ავღანელთა ბატალიონის" წევრი, დავით კახიაშვილი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვიდა შენობიდან.

მისი თქმით, მათთან ერთად დანარჩენებიც უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად, ჯაჭვი გაწყდა, შემდეგ კი ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებსა და აფხაზებს შორის უთანხმოება მოხდა, ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს...

ბატონი დავითი ქალაქიდან გამოსვლის დეტალებს იხსენებს. ის ამჟამად ლიტვაში ცხოვრობს და საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ თბილისში გადმოსვენებულთათვის პატივი მიეგო...

- 27 სექტემბრის დილიდან იქ ვიმყოფებოდით. ჩვენი ბატალიონის მეთაურის, გურამ ჯანიაშვილის ბრძანება იყო, რომ მთავრობის წევრები უნდა დაგვეცვა... ჩვენი მისვლიდან ძალიან მალე, იქ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა. ამ დროისთვის სოხუმი თითქმის აღებული იყო... შევარდნაძემ ჟიული შარტავას (მაშინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) უთხრა, - თქვენს დასახმარებლად უკვე წამოსულები არიან, ნურაფრის შეგეშინდებათო... ამის შემდეგ მან იქაურობა დატოვა. მაშინ ძალიან გაგვიკვირდა. როგორ შემოაღწია ალყაშემორტყმულ ქალაქში...

შევარდნაძის წასვლიდან ნახევარ საათში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქი აღებული ჰქონდათ. ამასობაში, შიგნით დაძაბულობა მატულობდა. როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და ცრემლი მოერია - ოჯახის უნახავად არ უნდოდათ სიკვდილი... ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმა ბრძანება გასცა, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. ყოველი წუთი მნიშვნელოვანი იყო... ვითარება უფრო და უფრო მძიმდებოდა. ეზო სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით, რომლებიც ისროდნენ... თუმცა, ძალიან მხნედ და მშვიდად იყო ჟიული შარტავა და ჩვენც გვამშვიდებდა, - ნუ გეშინიათ, აფხაზი ახალგაზრდები ჩემს ხელში გაიზარდნენ, თუ ტყვედ აგვიყვანეს, არ გაგვწირავენო... მასა და მის მეგობრებს ბოლო წუთამდე სჯეროდათ, რომ არ ესროდნენ... ბატონ ჟიულის სწამდა, რომ თავის გარემოცვას ამ მდგომარეობიდან როგორღაც დაიხსნიდა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი