პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO LunchTbilisi გაიმართა

პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO LunchTbilisi გაიმართა

27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარისაქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან.

CEO LunchTbilisi-ის ფარგლებში აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian EuropeanClub, Caspian AmericanClubდა GeorgianCompany Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი - პაშა ბანკი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები. ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა საქართვველოს ეკონომინიკური მონაცემები და ისაუბრა საგადასახადო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

პაშა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩინგიზ აბდულაევმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ხაზი გაუსვა CEO LunchTbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებისთვის.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნჰასანოვმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და კონტაქტების დამყარებას.

აქვე Caspian European Club-ის და Caspian American lub-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა დააანონსა რიგით მეხუთე საერთაშორისო ღონისძიება „Caspian Energy Forum“, რომელიც 2018 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო ნაწილს გაუძღვებიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia.

CEO Lunch Tbilisi-ის წლის ბოლო, რიგით მესამე შეხვედრა, 24 ნოემბერს გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი