"ჭკვიანი კამერები" იმ ავტომანქანებსაც გამოავლენს, რომელთაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ

"ჭკვიანი კამერები" იმ ავტომანქანებსაც გამოავლენს, რომელთაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, ე.წ ჭკვიანი კამერები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით პირველი ნოემბრიდანჩაირთვება, იმ ავტომობილების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომლებიც სავალდებულო ტექდათვალიერების გავლას ექვემდებარებიან და არ გაუვლიათ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პირისპირ" განაცხადა.

"ჩვენ ამაზე უკვე აღარ დავხარჯავთ საპატრულო პოლიციის რესურსს და აღსრულება უკვე მოხდება ტექნოლოგიების გამოყენებით" - განაცხადა ხუციშვილმა გადაცემაში "პირისპირ".

მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია აღსრულების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერევა.

პირველი ნოემბრიდან "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" თანახმად ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ამასთან, თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ ჭკვიანი კამერები ამუშავდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი