2018 წელს, აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის 9, 764, 800 ლარი დაიხარჯება

2018 წელს, აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის 9, 764, 800 ლარი დაიხარჯება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტი შესაძლოა 32%-ით გაიზარდოს. შემდეგი წლის პრიორიტეტები აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები, რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიული (2018-2025) დოკუმენტის შექმნა და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის რეკლამირება იქნება.

2018 წლისთვის რეგიონის სამიზნე ქვეყნებს დიდი ბრიტანეთი დაემატება და ჯამში აჭარის პოპულარიზაცია შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი. ასევე შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის და იხარჯება 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამაზე გაკეთდება. საერთაშორისო პოპულარულ და რეიტინგულ ტელევიზიებში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 1, 845,000 ლარი, ხოლო ინტერნეტ რეკლამირებისთვის 1, 940,000 ლარი დახარჯვა იგეგმება. რაც შეხება სპეციალური გადაცემების, წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების საინფორმაციო-პრეს ტურებს ამისთვის 325 000 ლარი გამოიყოფა. დეპარტამენტი რეგიონს ისევ წარადგენს საერთაშორიო გამოფენებზე, რისთვისაც 190 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სარეკლამო ღონისძიებების გარდა ყველა სხვა სახის რეკლამას 1, 620,000 ლარი მოხმარდება.

"შემდეგი წლისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება აჭარის 2018-2025 წლების რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადება. ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის კომპლექსურ განვითარებას. მის შექმნაში ჩაერთვება როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი და ყველა ის არასამთავრობო ორგანიზია, რომელიც ტურიზმის კუთხით მუშაობს რეგიონში. სტრატეგია იქნება დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს გაუმარტივებს ორიენტირებას ტურისტულ სფეროში. დოკუმენტის შედეგად მათ ზუსტად ეცოდინებათ როგორია სახელმწიფო პოლიტიკა რეგიონში ტურიზმთან მიმართებაში, ეს იქნება საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა კუთხით. ეს გარემოება განსაკუთრებით ინვესტორებს და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ სუბიექტებს გაუადვილებთ ბაზარზე დამკვიდრებას და განვითარებას, რადგან ნეგატიური სიურპრიზები სრულად იქნება გამორიცხული, მათ ექნებათ რეგიონის ტურიზმის განვითარების ხანგრძლივვადიანი სტრატეგია და შესაბამისად ხელისუფლების ხედვა ამ კუთხით. ასევე სახელმწიფოს ექნება ზუსტი სურათი განითარების რა ახალ შესაძლებლობებს ვფლობთ ტურიზმის სფეროში და როგორია მოკლე და ხანგრძლივ ვადიანი მოლოდინები.

ზოგადად ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია არის ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა, ჩვენს რეგიონში ტურიზმი არის წამყვანე დარგი, ინვესტიციების 49% ხორციელდება ტურიზმის სფეროში და კერძო სექტორში დასაქმებულთან უმრავლესობა ზუსტად ტურიზმზე მოდის. შესაბამისად ჩვენ სერვისის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებს 140% ვზრდით და რადგან ზუსტად გვესმის ტურისტების კმაყოფილების მაჩვენებელს დიდწილად სერვისი განსაზღვრავს, ამ კუთხით ასევე განსხვავებული იქნება 2018 წელი და ჩვენ შევეცდებით ხარისხი ბაზარზე და საფასო პოლიტიკა გათანაბრებული იყოს. ეს მხოლოდ 2018 წელს ბუნებრივია არ მოხდება, მაგრამ ამ კუთხით ძალიან დიდი შრომა ჩაიდება უახლოეს წლებში".განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2018 წლისთვის პრიორიტეტული დარჩება აჭარაში სერვისის ხარისხის დადგენა და მისი გაუმჯობესება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 189,000 ლარი დაიხარჯება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში კი ტრენინგ-სემინარები ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს, გიდებს ბათუმსა და მთიან აჭარაში ჩაუტარდებათ. ტრენინგები გასული წლისგან განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებში პრაქტიკულ გასვლებსაც გაითვალისწინებს, რაც სხვა მხარეების გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე დამზადდება სასწავლო ხასიათის ვიდეორგოლები. სერვისის მონიტორინგისთვის 36 000 ლარი, ხოლო ტურიზმის განვითარების სკოლისთვის 131 000 ლარი გამოიყოფა. პროექტის "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ხარისხის ნიშანი გიდების, კვებისა და განთავსებს ობიექტების შემდეგ წელსაც მიენიჭებათ.

2018 წლისთვის ისევ გაგრძელდება მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 492, 500 ლარი დაიხარჯება. მათ შორის მთიან აჭარაში ეკო და სოფლის ტურისტული მარშრუტების განვითარებას 75 000 ლარი, ხოლო პოპულარიზაციას 25 000 ლარი მოხმარდება. სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს ისევ ჩატარდება "სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია", სადაც ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ. კონფერენციის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყოფა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2018 წელს ისევ ჩაატარებს ფრინველებზე დაკვირვების, სოფლის ტურიზმის ფესტივალებსა და ზაფხულის ტურისტულის სეზონის გახსნის ღონისძიებას.

რეგიონში მყოფი ტურისტების საჭიროებების კვლევის მიზნით, შემდეგ წელს 2018 წელს ჩატარდება უცხოელი ვიზიტორების კვლევა. ტურისტების გამოკითხვის შედეგად დადგინდება მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე. 2018 წელს ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც არარეგისტრირებული სექტორისა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 180 500 ლარის გამოყოფა იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი