"ყვითელი ავტობუსები სასწრაფოდ ჩასანაცვლებელია" - კახა კალაძე

"ყვითელი ავტობუსები სასწრაფოდ ჩასანაცვლებელია" - კახა კალაძე

"ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც დედაქალაქში რამდენიმე ავტობუსით იმგზავრა.

კალაძის თქმით, დღეს პირადად გაეცნო როგორც ე.წ. ყვითელ, ასევე ახალ ავტობუსებში არსებულ მდგომარეობას.

იხილეთ ვიდეო: "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა

"ვიყავი მეტროში, ვნახე ავტობუსების მდგომარეობაც. კარგად ჩანს, რომ ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი. ძალიან დიდი სხვაობაა ახალ, ლურჯ ავტობუსებსა და ყვითელ ავტობუსებს შორის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ძალიან მალე განვახორციელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით", - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ