კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:03 / 04-11-2017
94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"
ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი 94 წლის ოლია თოდუა საკუთარ ეზოში მრავალწლოვან მაგნოლიას იცავს. ამბობს, რომ მაგნოლია, რომელმაც 200 წელს მიაღწია, მამამისის  დარგულია და მის გაყიდვას არ აპირებს. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

"სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს ხე აქედან ჩემი სიკვდილის შემდეგაც არ გავა ან მე შევაკვდები ან მე მოვკლავ ვინმეს. სამი მანქანით მომადგნენ, ხე მოგვყიდეო, ვუთხარი რომ ამ
ხეს არ მოვჭრიდი, მითხრეს ჩვენც არ მოვჭრით, უბრალოდ ამოვიღებთ და გადავიტანთო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მოიჭრება თუ გადაირგვება, ჩემთან მაინც არ იქნება ", -ამბობს ოლია ბებია.



ოლია ბებო 94 წლისაა და გადაადგილება უჭირს, მიუხედავად ამისა,  ფანჯარასთან დღეში რამდენჯერმე მიდის, რათა დარწმუნდეს, რომ ხე თავის ადგილზე დგას. მარტოხელა მოხუცს ყოველი სტუმარი ხის წამღები ჰგონია.

"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, ძალით მკლამენ ნერვიულობით", - თქვა მან. ხისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას მამისგან გამოყვა. გვიყვება, რომ მაგნოლია ამ ეზოში მამამ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დარგო და მისთვის ეს ხე სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.


"მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა, დადიანმა მას სოფელში მიწის ნაკვეთი გამოუყო. თურმე ნაეკლესიარი ყოფილა და აქ მიცვალებულების სამარხებია, სწორედ ამას ვუკავშირებ აქ მაგნოლიის დარგვას. სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა ",- თქვა ოლია თოდუამ.
ას წელს მიღწეული მოხუცი ამბობს, რომ მაგნოლიას ფესვები მთელ ეზოში აქვს გადგმული და მისი დაზიანება არ შეიძლება.
"ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. მისი ფესვები თითქმის მთელს ეზოშია გადგმული. სახლიც კი არ ავაშენე, საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი. ამის აქედან გატანით, მამას როგორ ვაწყენინებ",- თქვა მოხუცმა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხის წაღება საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.

თათია როგავა
AMBEBI.GE
16:53 / 18-11-2017
amber
0
აქ ვიღაცეები ნუ მათემატიკოსობთ რა, შეხედეთ ხეს და გამოიტანეთ დასკვნა 200 წლიანი თუ არაა მინიმუმ ასწლიანი ხო არი, ? არი, ხოდა რათ უნდა მაგდენი ჩაკირკიტება "ბაბუის ბაბუამ" დარგო და ამდენის როგორ არიო:D
15:55 / 17-11-2017
ლელა
1
ეჰ, ზუგდიდელებს ჰკითხეთ ეგ ამბავი და მოგიყვებიან: დიახ, მართლაც შესთავაზეს ამ ოჯახს 100 000 ლარი ამ ოჯახს ხის გადარგვის სანაცვლოდ (სხვათაშორის გადარგული ხეები სახლში კი არ მიაქვს ივანიშვილს, უნიკალურ დენდროპარკს უკეთებს ქვეყანას... საკუთარი და არა ბიუჯეტის ფულით! ახლა ლანძღავთ, მერე კი ირბენთ დასათვალიერებლად და დასასვენებლად, ბლექ სი არენასი არ იყოს.. ჰოდა, ურჩიეს კეთილისმყოფელებმა, ეგ 200 000-აც გადაიხდისო, არ მისცეო. რომ არ გადაიხადა 200, მერე 100-ზეც თანახმა იყვნენ,მაგრამ არ მოაკითხეს... ახლა კიდევ დგანან და ვითომ არ მისცეს ხე... სირცხვილი მატყუარებს!!!
მსგავსი სიახლეები
"ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას აფერხებდნენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49