პატრიარქმა ბავშვები დალოცა

პატრიარქმა ბავშვები დალოცა

შაბათის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა დღესვე ბავშვები დალოცა. "ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო",- განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე, სამების ტაძარში "წმინდა დიმიტრის შაბათთან" დაკავშირებით, მიცვალებულთა ხსენების დღეს დიდი პანაშვიდი შეასრულა.

"ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს ჩვენი წინაპრები სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა უწმინდესმა ტაძარში მსახურების დასრულების შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი