რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება

რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მომავალი წლისათვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ელექტრონული რეცეპტურის დანერგა იქნება.

"თბილისში პილოტური პროექტით ელექტრონული რეცეპტურა გაკეთებულია. მომავალ წელიწადს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ეს იქნება. ელექტრონული რეცეპტურა მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დაინერგოს. მოხდება რეცეპტის ონლაინ გამოწერა და გაკონტროლება, როგორ წერენ და რამდენს წერენ ექიმები. ამ რეცეპტს ხედავს პაციენტი, ხედავს ექიმი, ხედავს აფთიაქი და ასევე, ხედავს სამინისტრო. დღესდღეობით, ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო სახე მიეცემა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი