ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის

ორი პოეტის პოეზიის საღამო ათენში - სულიერი საზრდო ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის

"შემოდგომის პოეტური ნიავი" - ამ სახელწოდების პოეზიის საღამო ათენში, განათლებისა და კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის დამფუძნებლის, ავთანდილ მიქაბერიძის ხელშეწყობით გაიმართა. კულტურის ცენტრმა "კავკასიამ" ორ პოეტ ქალს უმასპინძლა.

სოფო ფოცხვერაშვილი საბერძნეთს შვეიცარიიდან ესტუმრა, თამარ ჯაფარიძე კი საქართველოდან. შვეიცარიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა პოეტმა ათენში ორი წიგნი წარადგინა: "დედამიწა რაზე დგას", რომელიც 80 პატარას დაურიგდა საჩუქრად და "ნოსტალგია", - სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული ლექსებით.

ათეული წლის წინ უცხოეთში გადახვეწილ ქართველს, ლექსების წერა საკუთარი ქვეყნის მონატრებამ დააწყებინა. თავადაც ამბობს - "ლექსებს ვანდობდი ჩემს დარდს და ტკივილს, ვერც კი წარმოვიდგენდი როდესმე თუ წიგნად დაიბეჭდებოდაო". რაც შეეხება საბავშვო კრებულს, ის ორი წლის წინ დაიბეჭდა და უკვე მესამე ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გადაეცათ საჩუქრად. ქალბატონი სოფოს სურვილია სხვადასხვა ქვეყანას ეწვიოს და მსოფლიოში მიმოფანტული პატარა ქართველები თავისი ლექსების კრებულით დაასაჩუქროს.

თამარ ჯაფარიძემ კი ლექსების წერა თებერვალში დაიწყო და ძალიან მოკლე ხანში იმდენად პოპულარული გახდა, რომ არამარტო მკითხველის, კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ყურადღებაც დაიმსახურა. ახალბედა პოეტი ერთ თვეში ლიტერატურულ გაზეთებსა და ანთოლოგიაში დაიბეჭდა და დღემდე იბეჭდება. თამარ ჯაფარიძის პირველი ლექსი "მაესტრო" გახლდათ. შთაგონების წყარო კი ელისო ვირსალაძის კონცერტი და ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

"მაესტროს" მალევე სხვა ლექსებიც მოჰყვა. ჯერ გასართობად წერდა, მერე კი ხალხის სიყვარულმა აიძულა, რომ ჰობი ერთ-ერთ მთავარ საქმედ ექცია.

თამარ ჯაფარიძის პოეზიამ სოციალურ ქსელშიც მალევე შემოიკრიბა უამრავი თაყვანისმცემელი. სწორედ ერთ-ერთი თაყვანისმცემლის დამსახურებაა მისი ათენში მიწვევაც.

თამარ ჯაფარიძისა და სოფო ფოცხვერაშვილის ლექსებს ემიგრანტების დიდი მოწონება ხვდა წილად.

"ძალიან ვისიამოვნეთ, ეს იყო უდიდესი საღამო ყველა ქართველისთვის, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს აუცილებლად გვჭირდება ეს სულიერი საზრდო... თითოეულ შემოქმედებით დღეს აქ ქართული სიტყვის გადარჩენის დღედ აღვიქვამთ" - განაცხადა ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა შემოქმედმა ნინო ქიზიყელმა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი