კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"

კახა კალაძე ყვითელ "მარშრუტკებზე": "ზაფხულში რომ კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ეს დასრულდება"

"ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძემ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

"ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება. ეს დასრულდება.

კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ", - განაცხადა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი