როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი სირთულეები დაჯარიმების შემთხვევაში

როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი სირთულეები დაჯარიმების შემთხვევაში

დაჯარიმების შემთხვევაში, იქნება ეს "სითი პარკის", პატრულისა თუ ავტობუსის ჯარიმა, ხშირად მოქალაქეებმა არ იციან გადაუხდელობის შემთხვევაში, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან.

როგორც "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (momxmarebeli.ge) წერს, ხშირად უჩნდებათ კითხვები

· რა შემთხვევაში ითვლება ჯარიმა ჩაბარებულად?

· რა მოხდება თუ ჯარიმის ფურცელს ხელს არ მოვაწერთ?

· როგორ იღებს დაჯარიმებული, ჯარიმის შესახებ ინფორმაციას?

· რა მოხდება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში?

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს რომ თუ ისინი ჯარიმის ფურცელს არ ჩაიბარებენ, ესე იგი ხელს არ მოაწერენ, ამით თავს აარიდებენ ჯარიმის გადახდას.

ეს მოსაზრება და მიდგომა არასწორია. კანონმდებლობის თანახმად, პირი ჯარიმის ფურცლის მიღებას ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა, მას ჯარიმის გადახდა მაინც დაეკისრება.

დაჯარიმებულები, ასევე, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის დაჯარიმების შესახებ არ შეუტყობინებიათ.

რა საშუალებები არსებობს იმისთვის რომ "სითი პარკის" ჯარიმის შესახებ ავტომფლობელმა ინფორმაცია მიიღოს? დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, არის სამი გზა:

1. გამოწერილი ჯარიმის ერთი ეგზემპლარი ფოსტის მეშვეობით იგზავნება დაჯარიმებულის იურიდიულ მისამართზე.

2. მეორე ეგზემპლარს კი "სითი პარკის" თანამშრომელი ავტომობილის საქარე მინაზე ტოვებს.

3. ასევე, არსებობს "სითი პარკის" ვებსაიტი და ცხელი ხაზი, რომელთა მეშვეობითაც მძღოლებს მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხართ თუ არა დაჯარიმებულთა სიაში. ვებსაიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მობილური ტელეფონის ნომერზეცაა შესაძლებელი მოგივიდეთ შეტყობინება ჯარიმისა და მისი გადახდის ვადების შესახებ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი