აჭარა ტურისტულ გამოფენაზე Winter Travel Fair 2017

აჭარა ტურისტულ გამოფენაზე Winter Travel Fair 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე Winter Travel Fair 2017 წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ გოდერძის წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ.

რადგან გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო, აჭარის შემთხვევაში, ხაზი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის გაესვა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანკფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტული გამოფენები. ამჟამად, დეპარტამენტი საქართველოს პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. წლის ბოლომდე, აჭარის რეკლამირება ვარშავისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი