AMBEBI.GE ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს

AMBEBI.GE ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს

საინფორმაციო პორტალი AMBEBI.GE საიტ ON.GE-სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

საქმე ეხება სტატიას, რომელშიც ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით ცილი დასწამეს AMBEBI.GE-ს. საიტი მოხსენიებული იყო იმ ქართულ რესურსებს შორის, რომელზეც აღმოაჩინეს ე.წ. JavaScript Crypto Miner, რა გზითაც, საიტზე შემოსული მომხმარებლის კომპიუტერის რესურსს კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად იყენებენ. მოცემულ სტატიაში მოყვანილი იყო ცრუ ფაქტები, რომელიც ულახავს საქმიან რეპუტაციას ჩვენს საიტს, ახდენს მის დისკრედიტაციას.

სტატია ამ შინაარსით www.on.ge-ზე ამა წლის 7 ნოემბერს განთავსდა. ის ეყრდნობოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, კერძოდ, "თბილისის ფორუმზე" მომხმარებლის მიერ განთავსებულ ფოტოს, რომლის სისწორე არ იყო გადამოწმებული. on.ge-მ სტატიის დაწერისას ფოტოს სინამდვილე არ გადაამოწმა, ასევე არ მოითხოვა საპასუხო კომენტარი AMBEBI.GE-სგან (on.ge-მ განახლება სტატიაში იმის შესახებ, რომ საიტზე არანაირი კოდი არ არსებობს, რომელიც საიტის ვიზიტორების რესურსს იყენებს, მხოლოდ ჩვენი მათთან დაკავშირების შემდეგ შეიტანა).

სახეზეა ცრუ ფაქტების გავრცელება, რომელიც იწვევს www.ambebi.ge-ს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოცემული სტატია არ ჯდება მედია ეთიკის სტანდარტის ფარგლებში, ახდენს მედია საშუალების დისკრედიტაციას, არის არაეთიკური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

AMBEBI.GE მიმართავს მოთხოვნით on.ge-ს, იმავე საშუალებითა და ფორმით, დაუყოვნებლივ უარყოს მის საიტზე განთავსებული ცრუ ფაქტები და გააკეთოს განცხადება საჯარო უარყოფის თაობაზე, რათა არ გაგრძელდეს უფლების დარღვევა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, განვმარტავთ რომ AMBEBI.GE მზად არის დაიცვას საკუთარი უფლებები და მიმართოს შესაბამის უწყებებს დარღვეული უფლების დასაცავად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი