ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა - პრემიერი

ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა - პრემიერი

ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სამებაში ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სხვა პირებმა მიუსამძიმრეს.

"ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი