ჯანსუღ ჩარკვიანი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

 ჯანსუღ ჩარკვიანი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი პირები ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებდნენ და მწუხარებას გამოთქვამდნენ პოეტის გარდაცვალების გამო.

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტს, სიცოცხლის განმავლობაში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი