ინციდენტი მთაწმინდაზე: ვინ გააპროტესტა პანთეონში ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა

ინციდენტი მთაწმინდაზე: ვინ გააპროტესტა პანთეონში ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა

მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალბატონმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლეილა ცომაიამ განაცხადა, მათ მხოლოდ ორი პლაკატი ჰქონდათ და მდუმარე აქციის გამართვას აპირებდნენ.

"ჩვენი პოზიცია გამოხატული იყო მხოლოდ და მხოლოდ პლაკატებზე, რომელზეც გვეწერა: "ნუ გადააქცევთ მთაწმინდას ნომენკლატურული მწერლების საძვალედ", "გადაასვენეთ მთაწმინდიდან კეკე, გრიბოედოვი და ჭაბუაც". ვაპირებდით აქციის მდუმარედ ჩატარებას", - განაცხადა ლეილა ცომაიამ.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?