რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს

რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს

ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სითი პარკის" მედიაკომუნიკაციების მენეჯერმა ლევან ტაბიძემ კახა კალაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების შემდეგ 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდაა გამოტანილი.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თბილისის მერია კომპანია "სითი პარკის" წინააღმდეგ დავას სასამართლოში აპირებს, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანია "სითი პარკი" მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია თბილისის მერიასა და კომპანიას შორის.

"ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, არ შეესაბამება საიმართლეს და მას არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს. იქედან გამომდინარე, რომ გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადაო და ამ დავის შემდეგაც ნახევარზე მეტს კომპანია იგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და "სითი პარკის" ხელმძღვანელებს ექნება შესაძლებლობა, რომ თბილისის არჩეულ მერს მიაწოდონ ამომწურვი, სრული და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კომპანიის საქმიანობა და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი, რომელიც თბილისის მერს დააინტერესებს", - განაცხადა ტაბიძემ.

მისივე თქმით, გასაჩივრებული ჯარიმების დაახლოებით 30% მოდის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც პერმანენტულად არღვევენ პარკირების წესებს, ასევე არ იხდიან გადასახადებს.

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმებზე, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი