უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12-13 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მცირე წვიმა შენარჩუნდება.

ხვალიდან დასავლეთ საქართველოში სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელება დაიწყება, რის გამოც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დათბება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-23 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში კი 14-19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსია მოსალოდნელი.

13-14 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მ იქნება.

იხილეთ ვიდეო: რომელ ნოემბრამდე იქნება ულანექო ამინდი საქართველოში? - გაეცანით მომავალი კვირის პროგნოზს

14 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11–16 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში – 20 გრადუსამდე.

რაც შეეხება თბილისს, 12–13 ნოემბერს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18–20 გრადუსი იქნება. 14 ნოემბერს, შესაძლოა იწვიმოს, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და 13-15 გრადუსია მოსალოდნელი. 15-16 ნოემბერს კი საქართველოში კვლავ გამოიდარებს.

ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი