კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:51 / 13-11-2017
თბილისში მცხოვრები ყველაზე გრძელთმიანი გოგონა გინესის რეკორდსმენობაზე ოცნებობს
8 წლის გულდარან ვალიევა გინესის რეკორდსმენობაზე ოცნებობს. ამისთვის, კი უკვე 4 წელია თმას იზრდის. მუქი შეფერილობის, ძალიან სქელ, 1 მეტრის სიგრძის თმას, გულდარანი და მისი ოჯახი საგულდაგულოდ უვლიან, რომ გოგონას ოცნება ახდეს.

აღმოჩნდა, რომ გრძელი თმა ოჯახური ტრადიციაა. თითქმის ყველა ქალს მათ გვარში გრძელი თმა აქვს, თუმცა, რეკორდსმენობა ჯერ არავის უცდია. გულდარანი და მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობენ. როგორც გოგონას დედამ გვითხრა, ბავშვი ნანატრი შვილია - მის დაბადებას ოჯახი 20 წელი ელოდა.

იხილეთ ვიდეო: 8 წლის "რაპუნცელი" საქართველოდან, რომელსაც გინესის რეკორდსმენობა სურს

"გულდარანი 20 წლის შემდეგ შეგვეძინა, მანამდე შვილი არ გვყავდა. თმის გაზრდა 4 წლიდან დაიწყო. გულდარანის ბებიასაც, როცა ახალგაზრდა იყო, გრძელი თმა ჰქონდა" - ამბობს გულდარანის დედა, ოფელია ახმედოვა.



როგორც გოგონას დედა ამბობს, იმისთვის, რომ თმა ფორმაში იყოს, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ძვირადღირებულ დასაბან საშუალებებს იყენებენ, თუმცა, გულდარანს დამატებითი ვიტამინები არასდროს მიუღია. "მეუბნებიან, რომ გრძელი თმის გამო, შესაძლოა ორგანიზმს ვიტამინები დააკლდეს. ვაპირებ, რომ ექიმს დაველაპარაკო, ვნახოთ რას მეტყვის. თუ საჭირო გახდა დამატებითი ვიტამინები, აუცილებლად მიიღებს" - ამბობს ოფელია ახმედოვა.



გულდარანის გრძელი თმა, რომ სულ ყურადღების ცენტრშია ამაზე, ოჯახის ყველა წევრი საუბრობს. იმასაც ამბობენ, რომ სილამაზის სალონებში თმის სანაცვლოდ თანხას ხშირად სთავაზობენ. თავად გულდარანი ამბობს, რომ თმა მძიმეა და რთული სატარებელია, თუმცა, გინესის რეკორდსმენობა
სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ნარიტა ჩხაიძე
AMBEBI.GE
11:16 / 14-11-2017
jorj
0
კისრის მალები არ დაიზიანოს თმა ზოგადად მზიმეა როცა ძალიან გრძელია. რჩევა მაინც მიცენ მშობელს მოზარდს სახიფათო ექსპერიმენტებს მოეშვან.
09:09 / 14-11-2017
მშობელს.
3
თუ თმა გრძელია და ბავშვი ამბობს ძნელი სატარებელიაო, თუ ორგანიზმს შეიძლება აკლდეს ვიტამანიები, თუ რთული მოსავლელიაა რაღატომ ტანჯავთ ბავშვს? არ ჯობია ბავშვი იყოს ბავშვური და არა რაღაც იდეით შეპყრობილი, ამდენი თუ-ს ჯობია დაიმოკლოს და ლაღი ბავშვობით დატკბეს და არა საათობის დაბანვა მოვლაში ატარებდეს დროს!!!!!!! გამოფხიზლდით მშობლებო.
მსგავსი სიახლეები
უნგრელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49