ილია მეორე - ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა

ილია მეორე - ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა

საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილთ თეატრალური წარმოდგენის შემდეგ მიმართა, რომლითაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღე იყო სცენაზე გაცოცხლებული.

"ქართველნო, გახსოვდეთ მარად, გოლგოთას მოსდევს აღდგომა. საქართველო ტახტია ღვთისა, უძლეველია ვითარცა ღმერთი. ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის შემდეგ მეტეხის ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

"მერიის მხრიდან, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისათვის. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება მომდევნო წლების განმავლობაში. მე მაქვს თითოეული თქვენგანის, თითოეული თბილისელის იმედი, რომ ჩვენი ქალაქი, ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული და რაც მთავარია, იყოს სიცოცხლით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ წუთებში უწმინდესი მეტეხის ხიდზე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისს ატარებს.

მსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესი, სასულიერო პირები და მრევლი მოწამეთა თაყვანისცემის ნიშნად მტკვარში ყვავილებს ჩაუშვებენ.

ხვარაზმელთა მთავარმა ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს ასი ათას ქართველს მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ ჯალალ ედ-დინის ბრძანებით მათ თავები დააჭრეს და მტკვარში ჩაყარეს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი