მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოაჩინეს - BBC

მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოაჩინეს - BBC

საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია, ამის შესახებ ბრიტანული BBC და ამერიკული New York Times წერენ.

”ბიბისის” ინფორმაციით, ქვევრების ნაწილები თბილისიდან სამხრეთით, ორ სხვადასხვა ადგილას იპოვეს.

ღვინის რამდენიმე ჭურჭელზე ამოტვიფრულია მოცეკვავე კაცისა და ყურძნის გრავიურები.

BBC წერს, რომ მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.

ბოლო აღმოჩენის შესახებ კი ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

მკვლევარების ინფორმაციით,ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ღვინოს ახლაც უძველესი მეთოდით აყენებენ.

ყველაზე ძველი ღვინო კი, რომელიც ყურძნის ნაცვლად ბრინჯისგან, თაფლისა და ხილისგან მზადდებოდა, ჩინეთშია აღმოჩენილი. სასმელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 ათასი წლით თარიღდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი