ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის

ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საქმიანობა იქნება ის, რაც იყო მინისტრობამდე და ასევე სადოქტოროზე სამუშაოდ ამერიკაში გამგზავრებას გეგმავს.

"რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი