რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში ქართველი მილიარდერი, რომელიც მოსკოვის ვიცე-მერი იყო

რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში ქართველი მილიარდერი, რომელიც მოსკოვის ვიცე-მერი იყო

საქართველოს კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის - სოსო ორჯონიკიძის კომპლექსად მიიჩნევა თბილისში მდებარე King David-ი.

გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ვრცელ სტატიას აქვეყნებს ორჯონიკიძის შესახებ, რომელიც დიდხანს იკავებდა მოსკოვის ვიცე-მერის თანამდებობას და რუსეთის დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს კურირებდა, როგორებიცაა სასტუმროები და სათამაშო ბიზნესი, საგარეო ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობა.

ბორჯომში, არამდიდარ ოჯახში დაბადებულმა ახალგაზრდა კაცმა წარმატებული კარიერა გაიკეთა. ის პირველი კომკავშირელი იყო ჟიული შარტავას შემდეგ. რეალურ ცხოვრებაში ერთმა პირველმა კომკავშირელმა სოხუმში დადო თავი საქართველოსთვის, მეორე კი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში მულტიმილიონერი გახდა...

ორჯონიკიძეზე მოსკოვში ორჯერ მოხდა თავდასხმა, 2000 წელს ის მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა. მეორედ მის მანქანას 2002 წელს ესროლეს. გამოცემა "ლენტა.რუ"-ს ს თანახმად, ის ფლობს მთელ რიგ აქტივებს საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ბორჯომში და ბათუმში. მისი ქონება მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.

სოსო ორჯონიკიძე ქართულ მედიაში ფაქტობრივად არ ჩნდება. როგორც აღვნიშნეთ, მისი ბიზნესებიდან მხოლოდ King David-ის შესახებაა ცნობილი. King David-ი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსია.

პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს: 32-სართულიან King David Residences-სა და 19-სართულიან King David Business Center-ს. ისინი ერთმანეთთან 6 სართულით არიან დაკავშირებული  განაგრძეთ კითხვა

ავტორი: ბაჩანა ჯინჭარაძე, გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი