მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი გარდაიცვალა

მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი გარდაიცვალა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია წერს. პოსტის კომენტარებში მეგობრები მწუხარებას იზიარებენ. როგორც ნიკა ალასანია წერს, მზია წერეთელი წუხელ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

90 წლის მზია წერეთელი საზოგადოებრივად ძალიან აქტიური იყო. ის ხშირად ჩნდებოდა მისი შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ქალიშვილის, გიული ალასანიას გვერდით და მონაწილეობას იღებდა როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ღონისძიებებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი