თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა - შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა

თბილისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა - შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია. მზავრები ელოდებიან რეისების აღდგენას და აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შინაარსის იყო აღნიშნული შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი