BBC-ის მიერ საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში რუსული მუსიკა ისმის - რა წერილი მისწერა რაგბის კავშირმა ბრიტანელებს

BBC-ის მიერ საქართველოზე მომზადებულ სიუჟეტში რუსული მუსიკა ისმის - რა წერილი მისწერა რაგბის კავშირმა ბრიტანელებს

BBC-ის უელსურმა გამოცემამ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც ქართული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. 13 ნოემბერს BBC-ის საიტის სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნდა 16-წუთიანი სიუჟეტი, სადაც ყოფილი მორაგბეები დევიდ ფლატი და ტომ შენკლინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რომ უფრო მეტი გაეგოთ იმ ქვეყანაზე, რომლის ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მათი მოგზაუობა ჩვეულებრივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ყოფილი მორაგბეები საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ, ხოლო შენკლინი საქართველოს ოლიმპიურ მედალოსანს და მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ეჭიდავა.

სიუჟეტის ერთი ნაწილი რუსული ფოლკლორული მუსიკით იყო გაფორმებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური წერილით მიმართა BBС-ს რედაქციას, რომელმაც უკვე შეცვალა მუსიკა.

"მადლობა, რომ მთლიანი გადაცემა მიუძღვენით საქართველოს. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან მსოფლიომ ბევრი არ იცის საქართველოზე, მის კულტურაზე და ტრადიციებზე. მის რაგბიზე, რომლით ჩვენ ასე მიამიტურად ამაყნი ვართ. მესმის, რომ ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე გვეჩვენებინა, მაგრამ ის პატარა ნაჭრები, რომლებიც შეარჩიეთ, არაფერს წარმოადგენენ. არც კულტურას, არც ტრადიციებს, არც სპორტსა და არც პოლიტიკას, არც ჩვენ სახალისო მომენტებს.

გთხოვთ, არასოდეს გამოიყენოთ რუსული ფოლკლორული მუსიკალური თანხლები (განსაკუთრებით გასაბჭოებული) საქართველოს შესახებ სიუჟეტებში. შეიძლება მახვილი ბრიტანული იუმორი არ გვესმის, მაგრამ მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის შუაგულს, თავისუფლების მოედანს, ვუყურებთ და გვესმის მუსიკა, რომელსაც რუსულ სამხედრო ბაზებზე უკრავენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული, თბილისიდან 40 კილომეტრში", - ნათქვამია რაგბის კავშირის წერილში განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი