ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს

ბუნტი ტურინის საიმიგრაციო ცენტრში - ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს საკონსულო მოკვლევას ჩაატარებს

ტურინში, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლი გაემგზავრება, რომელიც ეროვნებით ქართველის შესაძლო გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ჩაატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა და ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის დროს, ეროვნებით ქართველის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ზარის განხორციელებამდე, ჯერ კიდევ ორი დღით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულომ ასევე ინფორმაცია გადაამოწმა იტალიურ მხარესთანაც, სადაც ასევე არ დადასტურდა, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების ფაქტი, თუმცა 16 ნოემბერს, საქართველოს მოქლაქის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად საკონსულომ წარმომადგენელი გამოყო.

ნახეთ ვიდეო

"დღეს, 16 ნოემბერს, გ.წ. დაუკავშირდა საკონსულო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე და აცნობა ქ. ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის თაობაზე. მანვე განაცხადა, რომ სადეპორტო ცენტრში გარდაიცვალა ეროვნებით ქართველი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ პასპორტს. აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსხურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე. არ დაადასტურეს ბუნტის დროს გარდაცვალების ფაქტი.

გ.წ. სატელეფონო ზარის შემდგომ, საკონსულო სამსახურმა ხელმეორედ გადაამოწმა ინფორმაცია იტალიურ მხარესთან, რა დროსაც კვლავ არ დადასტურდა გ.წ.-სგან მიღებული ცნობები. აღსანიშნავია, რომ გ.წ. სატელეფონო საუბრისას ითხოვა შეხვედრას საკონსულოს თანამშრომელთან. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება ქ. ტურინში, ხოლო იტალიის შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადეპორტო ცენტრში ვიზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შემთხვევაში მოინახულებს მოქალაქეს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი