რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს

რატომ გვიბუჟდება ხელები - ეს შესაძლოა, სერიოზული დაავადების ნიშანი აღმოჩნდეს

მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია - თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს.

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ამ შემთხვევაში ეს სიმპტომი საშიში არ არის. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა შევუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის. კიდევ რის ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება? - ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე.

- ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.

დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. კარპული გვირაბული სინდრომი, როგორც დაავადება, XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის უცნობი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ეს სინდრომიც გახშირდა. კომპიუტერზე ყოველდღიური ხანგრძლივი ბეჭდვა მისი ერთ-ერთი მიზეზია. პათოლოგია ასევე ხშირად გვხვდება მკერავებს, მუსიკოსებს, მემანქანეებს, მღებავებსა და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს შორის, რომლებსაც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ხელის მტევნით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება უხდებათ.

- როგორ ვითარდება კარპული გვირაბული სინდრომი?

- მყესების მჭიდრო კონები, რომლებსაც თითები მოძრაობაში მოჰყავს, ვიწრო კარპულ არხში გადის. ამავე არხში გადის ნერვი, რომელიც აკონტროლებს ცერის კუნთს და ხელისგულის, ცერა, საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას. ჩვეულებრივ, ეს ნერვი დაცულია. როდესაც მტევანი მეტისმეტად ინტენსიურად მუშაობს, მყესები შუპდება, ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოჰყვება დაბუჟება, ჩხვლეტა და თითების მოპულსირე ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება ღამით და დილით. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ცერის კუნთის ატროფია.

ადამიანი კარგავს ამ თითის მოხრის უნარს, უჭირს მუშტის შეკვრა. ზოგი იძულებულია, პროფესია შეიცვალოს. ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ავადმყოფთა საშუალო ასაკი 40-60 წელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კარპული გვირაბული სინდრომის განვითარება ნაწილობრივ B6 ვიტამინის დეფიციტსაც უკავშირდება. ცილით მდიდარი საკვები, ასევე - ზოგიერთი ნივთიერება (მაგალითად, თარტრაზინი, რომელსაც შეიცავს თმის საღებავი), ორგანიზმში ვიტამინ B6-ის შენარჩუნების უნარს ამცირებს. ამ ვიტამინის ორგანიზმიდან გამოდევნას ასევე ხელს უწყობს კორტიკოსტეროიდებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება.

ხელების დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს დაკბილული კუნთების სპაზმმა, სპაზმის მიზეზი კი შესაძლოა იყოს კუნთის გადაღლა, სიმძიმის გადატანა, კისრის დიდხანს ჭერა უხერხულ პოზიციაში (ტელეფონით საუბრისას, მწოლიარე მდგომარეობაში კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას), შეუკავებელი ხველა, კისრის მალების ოსტეოქონდროზი. ხელების დაბუჟებას იწვევს ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ანგიოლოგიური პათოლოგია, ტრავმული დაზიანება, დამწვრობა განაგრძეთ კითხვა