ჰოლივუდის კინორეჟისორს დევიდ ლინჩს კლუბი KHIDI 中 უმასპინძლებს

ჰოლივუდის კინორეჟისორს დევიდ ლინჩს კლუბი KHIDI 中 უმასპინძლებს

20 ნოემბერს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, შეხვდეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორს დევიდ ლინჩს, რომელიც გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას კინოინდუსტრიაში და ისაუბრებს შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე, ტრანსცენდენტალური მედიტაციის ტექნიკის საშუალებით. დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

1. ღონისძიებაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გაიცემა მოსაწვევების გარკვეული რაოდენობა. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და დაელოდეთ დასტურს.

2. მოსაწვევთან ერთად აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აკრძალულია მოსაწვევის სხვისთვის გადაცემა.

3. ღონისძიების მიმდინარეობისას მობილურ ტელეფონებზე უნდა გამორთოთ ხმა. დაუშვებელია ფლეშ სანათისა და ეკრანის განათების გამოყენება.

4. ღონისძიების მიმდინარეობისას აკრძალულია ხმაური, სავარძელის უმიზეზოდ დატოვება და პერიმეტრზე გადაადგილება.

5. ღონისძიებაზე დასწრების პირობების არ გათვალისწინების შემთხვევაში გაუფრთხილებლად დატოვებთ კლუბის ტერიტორიას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი