კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:32 / 17-11-2017
განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"როგორც იქნა, 20 წლის ნატვრას თავი დავადგი. ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გავხსენი, რომელიც ახალი ქართული დიზაინერული სერიული ბრენდების ჩაშვებას იწყებს," - გვეუბნება განო მელითაური, რომელსაც ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი აქვს.
"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვმუშაობდი, ხოლო "კავკასიაზე" შუადღის გადაცემა მიმყავდა, წამოვედი, რადგან მთელი ჩემი ენერგია, დრო და პოტენციალი მინდა, ამ ახალი საქმისთვის გამოვიყენო," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში განო.

ფერების მიმღებლობის კვლევაც ჩაუტარებია, რაც როგორც თავად ამბობს, უნიკალური მეცნიერული ნაშრომია და ანალოგი არ
აქვს. ნაშრომი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნვერსიტეტში სამაგისტრო დაცვაზე 100 ქულით შეუფასეს. შემდეგ კი ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა დაიწყო.

"აბაშიძის 6-ში გვაქვს სამკერვალო და შოურუმი," - განმარტავს განო და თავის ახალ სამუშაო სივრცეს გვათვალიერებინებს: სამკერვალო საამქრო, კედელზე მისი ახალი მოდელების ესკიზები, ექსკლუზიური ნამუშევრები და იმედიანი გაწყობა დაგვახვედრა.

"რაც მთავარია, მწამს იმის, რასაც ვაკეთებ, მაქვს გამოცდილება, განათლება და ვიცი, რა სურს მოხმარებელს - როგორც გოგოს, ქალს, დედას, საქმიან ადამიანს, ბავშვს, მოზარდს და მამაკაცს. ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში ვისწავლე ინოვაციური საწარმოს მართვა, პოლონეთში მივიღე მაგისტრის წოდება და ბედნიერი ვარ, რომ დავიწყე ჩემი საოცნებო საქმე, საერთო ღირებულებების მქონე პარტნიორთან ერთად. ინოვაციური ტანსაცმლის ფაბრიკა ქართულ ბრენდებს შექმნის და წარადგენს არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

პიონერები ვიქნებით ადგილობრივ ბაზარზე, ვინც წარმოებაში ქალბატონებისა და ბავშვების სამოსთან ერთად, მამაკაცის, ასევე მომავალი დედებისთვის საოცნებო - საორსულე ტანსაცმელს ჩაუშვებს ხელმისაწვდომ ფასად. ვქმნით განსხვავებულ და დიზაინერულ სკოლის ფორმებსაც, რომლებიც მოზარდებისთვის განსაკუთრებით სასურველი და მისაღები გახდება," - გვეუბნება განო. ეს ყველაფერი ორი ახალი ქართული ბრენდის სახელით - "საროჩინი" და "კომბინიზონა" სახელით გავა ბაზარზე.

- რატომ "კომბინიზონა"?
- "კომბინიზონა" ყველასია, ვინც თავს ახალგაზრდად გრძნობს და იცის სილაღის, ფერების და ბედნიერების ფასი. ჩვენი ბრენდი კომბინიზონების, ნახვერად სპორტული ქურთუკების, სვიტერების, შარვლების, ჟაკეტების და სხვადასხვა ყოველდღიური კომფორტული სამოსის კომბინაციაა. მეორე ხაზი "საროჩინი" კი უფრო დაღვინებული, ჰაეროვანი, სადღესასწაულო კაბების, ბლუზების, პერანგების, მოსაცმელების და ხელნაკეთი აქსესუარების კომბინაციებს შესთავაზებს მომხმარებელს. ის შედარებით შეზღუდული რაოდენობით იქმნება.

რაც შეეხება ბვშვების ხაზს, დეკემბრიდან დაემატება სადღესასწაულო კაბები, მულტფილმის და კინო-გმირების ლუქები... ამ მიმართულების სამოსს გავაქირავებთ კიდევაც. ვმუშაობთ საახალწლო ხაზზეც - ხელნაკეთი სვიტერები, ქუდები, ხელთათმანები, წინდები, სასაჩუქრე ნაკრებები... ძალიან მალე მზად იქნება ონლაინ მაღაზიაც, სადაც ეს ყველაფერი გაიყიდება. ვმუშაობთ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც.

- ამ ყველაფერს ფინანსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდება...
- ვინაიდან პროექტი სტარტაპია, მე და ჩემმა პარტნიორმა მინიმალური დანახარჯებით დავიწყეთ. თუმცა, კორპორატიულ შეკვეთებზეც ვმუშაობთ და მომავალ წელს, ამ დროს, სურვილი გვაქვს, უფრო დიდ და საკუთარ შენობაში ვიყოთ - ბევრ მიმართულებას ვავითარებთ. თანდათან ვიზრდებით. ვცდილობთ, ადამიანებს დასაქმებაში დავეხმაროთ.

- აქ მზა პროდუქციას შორის კომბინირებული სამოსიც გაქვთ გამოფენილი...
- გვსურს, მომხმარებელს ფართო არჩევანი შევთავაზოთ. ცალკე გვყავს მქსოველების ჯგუფი, ასევე ხელნაკეთი აქსესუარების შემქმნელები... მოკლედ, საინტერესო გეგმები გვაქვს და გვინდა ინტერაქტიული სამოსით "სტარტაპ-საქართველოზეც" გავიდეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში გამოჩნდებიან გონიერი ადამიანები, რომლებიც დაინახავენ პოტენციალს და გვერდში დაგვიდგებიან. 24 საათი აქ ვართ და ვმუშაობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ შრომით ყველაფერს მივაღწევთ... ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა თვის ბოლოდან სისტემატიურად უმასპინძლებს პოტენციური მომხმარებლებით დაკომპლექტებულ ფოკუსჯგუფებს. სწორედ ისინი შეგვიფასებენ პირველები ნამუშევრებს და მოგვცემენ შენიშვნებს.



ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და თან, ხარისხიანი ქსოვილებისგან შევქმნათ სამოსი, რათა ყველასთვის მისაღები იყოს. გვყავს მომწოდებლები თურქეთიდან და იტალლიიდან. მთავარია, ტანსაცმელი იყოს კომფორტული, განსხვვებული, აქცენტს ხარისხზე ვამახვილებთ. ჩვენი სამოსი უნდა ჩაიცვა და გამოგადგეს.

- მოკლედ, სამოსის შექმნა გინდათ მათთვის, ვისაც საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა სურს.
- დიახ, ადამიანებისთვის, ვისაც მეგობრებისთვის თავისუფლებისა და ბედნიერების გაზიარება უნდა... გარდა ამისა, ცალკე საორსულე სამოსის სერიულ ქართულ ბრენდსაც მივაწვდით ბაზარს.

- ფერებს რომ დავუბრუნდეთ...
- ჩავატარეთ ფერების მიმღებლობის კვლევა საქართველოში, რის მიხედვითაც იქმნება თითოეული მოდელი. გვსურს დავნერგოთ ინკლუზიურობის ცნება მოდის ინდუსტრიაში, შევქმნათ სპეცსაჭიროებების სამოსი და კიდევ ერთი სრულიად ახალი და საამაყო მიმართულება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია "ინტერაქტიული სამოსი ბავშვებისთვის". იმედია, სტარტაპ-გრანტებიდან რომელიმე მაინც დაინტერესდება ჩვენი პროექტებით.

- განო, კოტე ამ ახალ საქმიანობაზე რას გეტყოდა?
- კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემი გატაცება შემოსავლიან და პრესტიჟულ საქმიანობად იქცეოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პარტნიორს და გუნდს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
00:41 / 18-11-2017
სალკა
0
ვაა მაგარია! წარმატებები განოო
მსგავსი სიახლეები
"6 მარტის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს, რეალურად დღეს მოვედი გონს ოპერაციის შემდეგ"
"მიყვება როგორ დაინახა ქუჩაში, რომ ონლინ-კრედიტი ჰქონდა და მე ვმალავ"
განო მელითაური დაღუპულ მეუღლეს ემოციური პოსტით იხსენებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49