როგორ გამოიყურება გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოხატვის შემდეგ

როგორ გამოიყურება გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოხატვის შემდეგ

გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებს დილიდან 30-მდე ქუჩის მხატვარი ხატავს.

თბილსერვისჯგუფის ინფორმაციით, მხატვრებმა კედლების მოხატვის სურვილი თავად გამოთქვეს მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა, მონაწილეობა მიეღოთ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებასა და ვიზუალურ გაუმჯობესებაში. მიწისქვეშა გადასასვლელი ერთი კვირის განმავლობაში სრულად მოიხატება.

იხილეთ ვიდეო: დაათვალიერეთ გმირთა მოედნის მოხატული მიწისქვეშა გადასასვლელი

მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება - დასუფთავების და მათი განათებით აღჭურის დავალება კალაძემ 7 ნოემბერს გასცა, მას შემდეგ რაც ცირკსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებს.

მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძემაც დაათვალიერა და ქუჩის მხატვრებს გაესაუბრა. ქალაქის მერი განსაკუთრებით დაინტერესდა ერთი ნამუშევრით - მასზე ზურგით მდგარი მამაკაცია ასახული, რომელიც შარდავს. აღნიშნულ ნახატს კალაძემ საკუთარი მობილურით ფოტოც გადაუღო.

ფოტო: ინგა მურუსიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი