ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა ოზურგეთში ადვოკატებს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა ოზურგეთში ადვოკატებს შეხვდა

ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ კოლეგებს წინასაარჩევნო პროგრამა - "ახალი ხედვა - ახალი შესაძლებლობები" გააცნო. "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გამართულმა შეხვედრამ რეგიონში მომუშავე ადვოკატების დიდი ინტერესი გამოიწვია. კოლეგებმა დავით ლანჩავას სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული შეკითხვები დაუსვეს.

ადვოკატებმა სურვილი გამოთქვეს, რომ უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ადვოკატთა ასოციაციის მენეჯემენტის გადაწყვეტილებების თაობაზე. გამარჯვების შემთხვევაში, დავით ლანჩავა ადვოკატებს მეტ ჩართულობას ჰპირდება.

"ოზურგეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ ისინი მოწყვეტილნი არიან ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას, მათ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. უნდათ მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში. ადვოკატებს შევპირდით მეტ ჩართულობას, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტად იყვნენ ხელმისაწვდომები. ასევე შევპირდით, რომ მომავალში პოლიტიკური აქცენტები არ იქნება და ადვოკატთა ასოციაცია იქნება უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სტრუქტურა. საბოლოო ჯამში შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ აქ მყოფ ადვოკატებს პრინციპულად აქვთ გაცნობიერებული ის მიზნები და ხედვა, რომელიც ჩვენ მათ წარვუდგინეთ". - განაცხადა დავით ლანჩავამ.

"მოხსენება, რომელიც ბატონმა დავით ლანჩავამ წარმოადგინა იყო გლობალური, მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადებული. გავეცანით მის მოსაზრებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში ასოციაცია, ეს მოსაზრება საკმაოდ საინტერესოა".- მედეა ჯანელიძე, ადვოკატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი