მუსიკით ახსნილი სიყვარული ანუ როგორ გახდა ნატანებელი გოგონა გერმანელი კომპოზიტორის მეუღლე

მუსიკით ახსნილი სიყვარული ანუ როგორ გახდა ნატანებელი გოგონა გერმანელი კომპოზიტორის მეუღლე

სცენაზე ორნი არიან: წარმოსადეგი, ჭაღარაშეპარული სიმპათიური მამაკაცი და ჰაეროვანი, მშვენიერი ქალბატონი ხელში ვიოლინოთი. სცენიდან მუსიკის საოცარი ჰანგები იღვრება, რომელსაც სულგანაბული მსმენელი თითქოს სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადაჰყავს. როიალთან მჯდომი მამაკაცი ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერია, ქერათმიანი ქალბატონი კი ქართველი მევიოლინე ბელა მახარაძე, უფრო სწორად, ბელა ბერკემერ - მახარაძე. დიახ, სცენაზე ქართულ-გერმანული ოჯახის ორი შესანიშნავი წევრი დგას და მუსიკის ჰანგებით გვიამბობენ თავიანთი საოცარი სიყვარულის ისტორიას.

კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი თბილისს პირველად 2000 წელს ესტუმრა. პროფესიული მისიით ჩამოსული სტუმარი ვერც იფიქრებდა, თუ აქ თავის მეორე ნახევარს იპოვიდა.

- ქალბატონო ბელა, მოგვიყევით თქვენ შესახებ: სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, როგორ შედგით ფეხი მუსიკის სამყაროში?

- დავიბადე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, 6 წლიდან დავიწყე ფორტეპიანოს შესწავლა, ხოლო 7 წლის ასაკიდან ვიოლინოს კლასში გადავედი. ნატანებში ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ რაისა ჯავახია (ფორტეპიანო) და თემურ შალვაშვილი (ვიოლინო). შემდეგ ჩავაბარე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც კვლავ თემურ შალვაშვილის ხელმძღვანელობით ვმეცადინეობდი. ათი წლის ასაკიდან უკვე ორკესტრთან ვუკრავდი, ასე რომ სცენას პატარაობიდანვე ვარ შეჩვეული. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შოთა შანიძის კლასში. პარალელურად ვეუფლებოდი საფორტეპიანო ხელოვნებას.

- როგორ აღმოჩნდით ლიანა ისაკაძის ორკესტრში?

- პირველი კურსიდან მოყოლებული კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. მესამე კურსიდან ჩემი ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე გახდა. რადგან წარმატებული სტუდენტი ვიყავი და კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან დაკვრის საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა, სწავლის დასრულებისთანავე ქალბატონმა ლიანამ ახლადჩამოყალიბებულ კამერულ ორკესტრში მიმიწვია.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე? როგორც ვიცი, თქვენი გაცნობა კურიოზულ სიტუაციაში მოხდა?

- როგორც კი დავიწყე ქალბატონ ლიანასთან მუშაობა, ჩემი დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გვქონდა უამრავი კონცერტი, გასტროლები და მიწვევები სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ დღესაც რეპეტიციის დაწყების წინ ოთახში შემოვიდა ქალბატონი ლიანა და გვამცნო, რომ გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა მოისურვა ჩვენი მიწვევა გერმანიაში, ამიტომ ორკესტრის ახლოს გასაცნობად და სარეპეტიციოდ თბილისში აპირებდა ჩამოსვლას. ოთახიდან გასვლისას ქალბატონი ლიანა შემობრუნდა და ღიმილით გვითხრა: სხვათაშორის, ქალებო, იცოდეთ, უვე უცოლოა. უცებ ორკესტრის თითქმის ყველა წევრი ჩემკენ შემოტრიალდა და ლამის ერთხმად გაიმეორა: გესმის, ბელააა? გავიკვირვე-რატომ მაინდამაინც ბელა? ორკესტრში ხომ ხუთზე მეტი ქალია გასათხოვარი. ეს იყო მართლაც კურიოზული მომენტი, რომელსაც ახლაც ხშირად ვიხსენებთ ღიმილით. არ დამავიწყდება კიდევ ერთი რამ: როცა უვე ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა და ქალბატონმა ლიანამ ის წარგვიდგინა, აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ქალებმა ერთგვარი თანაგრძნობით მითხრეს: უჰ, ბელა, გითანაგრძნობთ, რამსიმაღლე ყოფილაო (ეს იმიტომ, რომ თავად ტანდაბალი ვარ). მეც არ დავიბენი და ღიმილით ვუპასუხე: არა უშავს, ლოგინში ყველა თანასწორია-თქო აბა გურულ ქალს ენაკვიმატობაში ვინ მაჯობებდა?). თბილისში ყოფნის პერიოდში უვე ქალბატონ ლიანას სახლში ცხოვრობდა და პირველივე დღეს უთქვამს ჩემზე მისთვის: ის მევიოლინე გოგონა მომწონსო. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი