ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ

ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ

ქუთაისში ფაროსანას წინააღმდეგ დეზინფექციისთვის მოსახლეობას 2 ლარს სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათთან შპს "იმედის" წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დეზინფექციის ნებართვა მერიამ მისცათ.

"კორპუსში მოვიდნენ და თქვეს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას ახორციელებენ. შეწამვლაში მოსახლეობისგან 2-2 ლარს ითხოვენ", - აცხადებენ ადგილობრივები. შპს-ს წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან ჯერ არ გაუფორმებიათ და სამომავლოდ აპირებენ.

შპს "იმედის" მფლობელი" დავით ხარძეიშვილი განმარტავს, რომ მათ მერიასთან ხელშეკრულება არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია არც მოსახლეობისთვის მიუწოდებიათ, თუმცა, ადასტურებს რომ დეზინფექცია ხდება და თანხის გადახდაც ნებაყოფლობითია.

კომპანიასთან მსგავსი სახის თანამშრომლობას მერიაში გამორიცხავენ. მათი განცხადებით, არანაირი ხელშეკრულება არ აქვთ აღნიშნულ კომპანიასთან და მსგავსი დავალება არ მიუციათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი