ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოჩენილი ქვევრის პირველადი დათვალიერების შემდეგ, არქეოლოგი ამირან კახიძე აცხადებს, რომ ქვევრი სავარაუდოდ მე-11-12 საუკუნეებით თარიღდება და ბათუმის იმ დროინდელ ისტორიას ასახავს. თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების გაყვანის სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი და გზა" ახორციელებს. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ დააზიანა მუშამ ქვევრი, რომელიც ასფალტის გაჭრის შემდეგ მიწის სიღრმეში აღმოაჩინეს. მუშამ ქვევრი ჯერ ქვით დააზიანა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს.

იხილეთ ვიდეო

"აღმოჩენილი ქვევრი შუასაუკუნეების უნდა იყოს. ღმერთმა საგანძურები მოგვცა მაგრამ პატრონობა არ ვიცით. წინათ ასეთი წესი არსებობდა, თუ რაიმე სამუშაოები ტარდებოდა სპეციალისტის თანამონაწილეობა აუცილებელი იყო. ჩვენ, რომ გვცოდნოდა ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა. ასეთ ფაქტს ბარბაროსობა ჰქვია. ქვევრი ბათუმის ისტორიისათვის ძალიან ღირებულია. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ",- აცხადებს არქეოლოგი ამირან კახიძე.

კომპანიაში "ფაიფერი და გზა" აცხადებენ, რომ არაკვალიფიციურმა მუშამ ქვევრი დააზიანა, თუმცა შესწავლის შემდეგ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

"სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჯერ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. კომპანიის არაკვალიფიციურმა მუშამ ქვევრი იპოვა და თვითნებურად გატეხა. არ ვიცით ამ ქვევრს ღირებულება აქვს თუ არა", - აცხადებს "ფაიფერი და გზის" წარმომადგენელი ალექსანდრე ბაღათურია.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე ამბობს, რომ მომხდარზე უწყება ინფორმირებული არ ყოფილა, ამჟამად კი ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვეტილია და ფაქტს სპეციალისტები სწავლობენ.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სამწუხაროდ აღნიშნულის შესახებ მერია ინფორმირებული არ იყო. მუშა პერსონალის დაუდევრობით მოხდა. დღეს სამუშაოები გაჩერებულია. შესაბამისი სპეციალისტები არიან მოწვეული. შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ზომები იქნება გატარებული",- აცხადებს თენგიზ პეტრიძე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის თქმით, სააგენტომ ფაქტთან დაკავშირებით არქეოლოგიის მუზეუმს მიმართა:

"ფაქტი ნამდვილად ცუდია. დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა მეტი გულისხმიერება უნდა გამოეჩინა. სააგენტომ დააფიქსირა ფაქტი და არქეოლოგიურ მუზეუმს მიმართა. ოქმი ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. ინსპექტირების ჯგუფი ჩამოვა, შეისწავლის და რეაგირება მოყვება. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული თუ დაჯარიმება დაეკისრება მათ, ვინც ეს ჩაიდინა. არეოლოგიურ მუზემს აქვს ფინასები, ასევე მერიას და შევეცდებით მის გადარჩენას", - აცხადებს ლაშა ასლანიშვილი.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

უკავშირდება თუ არა ბოლო დღეებში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნას - მარინა ეზუგბაიას პასუხი

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს